ახალი ამბები • 1752267330
2023 წლიდან პენსია გაიზრდება - ღარიბაშვილი
ახალი ამბები
1664534257

პრემიერმინისტრის თქმით, 2023 წლიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, პენსია 300 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის - 365 ლარამდე.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პენსიონერები 355 ლარს აიღებენ, ხოლო 70 წლის ზემოთ - 420 ლარს
"ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულება იზრდება 770 მლნ ლარით. პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, გახდება მაღალმთიან რეგიონებში 420 ლარამდე, თითქმის 440 ლარი იქნება პენსია. სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია, გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი," - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა