ახალი ამბები • 1752267330
25 წლის კაცი სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა
ახალი ამბები
1716468275

25 წლის ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა. იგი სამკურნალოდ, თურქეთში, ქალაქ სამსუნში იყო გადაყვანილი.
როგორც TV 25-ს ოჯახის ნათესავი უყვება, გარდაცვალების მიზეზი ვირუსი გახდა, რამაც ფილტვების დახურვა და სეფსისის განვითარება გამოიწვია.
სამსუნში გადაყვანამდე 25 წლის ბიჭი ახალგაზრდა კაცი კლინიკა BAU -ში ერთი დღით იყო მოთავსებული. კლინიკის ინფორმაციით, იგი 12 მაისს, რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ფილტვების პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და კიდევ რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა.
ოჯახმა 13 მაისს კაცი თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა