ახალი ამბები • 1769693544
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს იარაღის ტარების უფლება მიეცათ
ახალი ამბები
1742480459
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს იარაღის ტარების უფლება მიეცათ. დადგენილებას, რომელიც 18 მარტიდან ამოქმედდა, ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილებაში – „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ – შევიდა ცვლილება და დაემატა შემდეგი შინაარსის მუხლი:
„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს“.
ცნობისთვის, უსკოში 8 წევრია: თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და კიდევ 5 წევრი.
მეტის ნახვა






















