ახალი ამბები • 1752161969
აგენტების კანონის პროტესტისას პოლიციელების სავარაუდო დანაშაული არ გამოძიებულა | საია
ახალი ამბები
1726250636
აგენტების კანონის პროტესტისას პოლიციელების სავარაუდო დანაშაული არ გამოძიებულა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, იმ ფონზე, რომ არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში არ მიცემულა, ე.წ რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები ჯერ კიდევ აქტიურია. მესამე სექტორის მიხედვით, სასამართლო პროცესების მონიტორინგი წლებია ავლენს, რომ ხშირ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამასთან, ხაზგასმულია პროცესების დაგვიანებით დაწყებაც. საია-ს ცნობით, ანტირუსულ აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების პროცესების ნაწილი 20 წუთი და მეტი დროით დაგვიანდა, ერთ შემთხვევაში 50 წუთითაც.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა