ახალი ამბები • 1728566105
არასამთავრობოების მოსყიდვის მცდელობა | პოლიტიკური შეფასებები საგრანტო ფონდთან დაკავშირებით
არასამთავრობოების გასამთავროების და მოსყიდვის მცდელობა- ასე ფასდება ადგილობრივ ოპოზიციაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეიქმნას საგრანტო ფონდი იმ ენჯეობისთვის, რომლებიც უკვე დარეგისტრირდნენ „აგენტების“ ბაზაში. „ერთიანობა -ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ივანიშვილი ცდილობს, ხალხის ფულით ყველა ინსტიტუცია დაიქვემდებაროს და ერთპიროვნული მმართველობა განახორციელოს. კოალიციაში „ცვლილებისთვის“ მიაჩნიათ, რომ სახელისუფლებო გუნდი ამომრჩეველს დასცინის, რადგანაც ბიუჯეტის ფულით უცხო ქვეყნის ინტერესების დაფინანსებას აანონსებს. კოალიაცია „ძლიერ საქართველოში“ კი განმარტავენ, რომ ხელისუფლება მის მხარდამჭერ ორგანიზაციებს აძლიერებს. პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ოცნების გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში დარეგისტრირდნენ და თქვა, რომ მათთვის ბიუჯეტიდან საგრანტო ფონდი შეიქმნება.
1728068947
1726854943
1726726009