არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით  თურქეთში იმყოფებოდა. მერმა თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ლიფტები დაათვალიერა და ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2025 წლის 10 დეკემბრამდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტები ჯამში 98 მისამართზე მოეწყობა. ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა მოსახლეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შედეგად ახალი ლიფტები 2700-ამდე ოჯახს მოემსახურება. სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ 622 ათას ლარს აღემატება. 

მეტის ნახვა