ავარია - 3 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 5 მოქალაქე დაშავდა

ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-თბილისის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე. ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 მძიმედ. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპოლიციო ძალები იყვნენ მობილიზებული.

წყარო: მთავარი არხი

მეტის ნახვა