ახალი ამბები • 1752220871
ავარია ბათუმში - მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს
ახალი ამბები
1701328697
ავარია ბათუმში. ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების გზაჯვარედინზე, ერთმანეთს მოტოციკლი და შ.პ.ს. "ბათუმის წყლის" მანქანა შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. იგი ჯერ გაჩერებულ მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი "ბათუმის წყლის" ავტომობილს.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული. დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა