ავარიების შედეგად საქართველოში ბოლო სამ თვეში 122 ადამიანი დაიღუპა

ავარია

ავარიების შედეგად საქართველოში ბოლო სამ თვეში 122 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს მონაცემებით, 2024 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით 2048 ადამიანი დაშავდა. გომელაურის უწყების ცნობით, ავარიების ხშირი მიზეზები იყო: რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა და მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.

სტატისტიკის თანახმად, 122 დაღუპულს შორის 18 ქვეითი იყო, მათ შორის - ორი არასრულწლოვანი.

სამ თვეში ყველაზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, თბილისსა [645] და აჭარაში [195] მოხდა.

  • რაც შეეხება 2024 წლის სრულ სტატისტიკას: იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ავარიის შედეგად 301 ადამიანი დაიღუპა.
მეტის ნახვა