ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საკრებულოს წევრი გარდაიცვალა

პოლიციის ლენტი

ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ემსხვერპლა.

ემზარ ჯანაშვილის გარდაცვალების მიზეზი ავარიის შედეგად მიყენებული სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები გახდა.

ჯანაშვილს მანქანა რამდენიმე დღის წინ თბილისში დაეჯახა. მას ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ემზარ ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატი, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გახდა.

გარდაცვლილი დეპუტატი, საკრებულოში, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.

 

წყარო: gurianews.ge

მეტის ნახვა