ბაღდათში, კიდევ 1 ადამიანს ეძებენ - სამაშველო ღონისძიებაში 200-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთს კი უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე კინოლოგთა ჯგუფია ჩართული.

შეგახსენებთ, უხვი ნალექის გამო, 7 თებერვალს, სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, გუშინ კი 8 პირის ცხედარი იპოვეს.

მეტის ნახვა