ახალი ამბები • 1745861590
ბარცხანაში, სადაც 13 წლის მოზარდი მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა, აქცია მიმდინარეობს
ბარცხანაში, სადაც 13 წლის მოზარდი მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა, აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმები: განათავსოს შუქნიშნები და მოაწყოს ჯებირები.
მატარებლის ლიანდაგი, რომელიც დასახლებულ პუნქტსა და სკოლას შორის გადის, შემოსაზღვრული არ არის. სკოლაში მიმავალი მოსწავლეები ყოველდღიურად ლიანდაგზე, რომელიც ფიცრულითაა მოწყობილი და უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. არ დგას შუქნიშანი, რომელიც ბავშვებს მიუთითებდა, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლოა მატარებელი გამოჩნდეს.
ადგილობრივები შესაბამის უწყებებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ეს არ არის უბედური შემთხვევის პირველი ფაქტი. ამბობენ, რომ გადასასვლელმა უკვე 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბოლო წლებში. მათივე თქმით, დროა სახელმწიფომ რეაგირება დროულად მოახდინოს.

1739131407