ახალი ამბები • 1686208153
ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 7 185 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
„კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული სატვირთო მანქანის (რომელსაც საქართველოს მოქალაქე რ.ბ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 3 498 ღირებულების არადეკლარირებული საქონელი.
სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ აღიკვეთა. უკრაინის მოქალაქის ა.პ.-ს კუთვნილ კომერციული დანიშნულების, არადეკლარირებულ 3 687 ლარის ღირებულების საქონელს, კანონმდებლობის შესაბამისად წითელი დერეფანი განესაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

1686121033

1685948922

1683875927