ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს 6 თვით ხელფასი შეუჩერეს

მეგი

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს 6 თვით ხელფასი შეუჩერეს. ამის შესახებ მეგი კობალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს (სამხატვრო ხელმძღვანელი) რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელოო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი არ გაძლევენ. ხო დავხურე 13 მარტს და მოგართვი?
ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ თუ რაოდან მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე შენთვის :))) ასეც ვიცოდი,” - წერს სოციალურ ქსელში მეგი კობალაძე.
ბრძანებაში თეატრის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთი განსაკუთრებული, რომ სპეკტაკლი ვერ ეთამაშა.

ბათუმის თეატრის მსახიობი  მეგი კობალაძე ფეისბუქზე გვერდზე წერს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი.

მსახიობი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

მეტის ნახვა