ახალი ამბები • 1728566105
ბათუმში 288 ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საქმისწარმოება დაიწყო
ბათუმში 288 ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საქმისწარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
"ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, სამშენებლო უსაფრთხოების ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიმდინარე წელს 288 ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საქმისწარმოება დაიწყო.მათ შორის:➢ 288 - ობიექტზე გაიცა შესაბამისი მითითება;➢ 255 - ობიექტმა მითითების პირობები შეასრულა და წარმოება შეწყდა, 33-ზე საქმისწარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს;➢ 382 - ობიექტზე შემოწმების აქტი დაიწერა, მათ შორის 94 ობიექტი განმეორებით გადამოწმდა;➢ 85 - ობიექტი მოქალაქეების მიერ შემოსული შეტყობინების საფუძველზე შემოწმდა;➢ 67 - წერილი მომზადდა და გაეგზავნა განმცხადებლებს (დადგენილი ვადის ფარგლებში)."-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1728068947
1726854943
1726726009