ახალი ამბები • 1769693544
ბათუმში მშენებლობაზე დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა
ახალი ამბები
1720767116
ბათუმში მშენებლობაზე დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია TV25-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაღუპული ახალგაზრდა, სავარაუდოდ 17 წლისაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა.
უბედური შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე, სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბსუ-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიგატორი“ აწარმოებს.
შსს-ში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს
მეტის ნახვა






















