ახალი ამბები • 1769693544
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - ადგილზე მეხანძრეები იმყოფებიან
ახალი ამბები
1703173277
ხანძარი ბათუმში - ცეცხლი პუშკინის 158 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. ამის შესახებ TV25.GE-ის ადგილობრივებმა აცნობეს.
როგორც თვითმხილველი გვიყვება, ცეცხლი ნაძვის ხეს გაუჩნდა. ამ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს.
"სახლში არავინაა, გასულები არიან, ნაძვის ხე განათებული დაუტოვებიათ და ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლებმა გამოიძახეს სახანძრო, მაშველები მუშაობენ", - გვითხრა თვითმხილველმა.
ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.


მეტის ნახვა






















