ბრალდებულმა 6 500 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა გაასაღა | დაკავებულია ერთი პირი

საგამოძიებო

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულმა,  გაასაღა 6 500 დოლარის ოდენობის ფალსიფიცირებული კუპიურები. დაკავებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა ჯამში 6 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100-დოლარიანი და 48 ცალი 50-დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მეტის ნახვა