დააკავეს პირი, რომელმაც 13 წლის გოგო აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო და ინტიმური შინაარსის ვიდეო ოჯახს გაუგზავნა

დაკავება საბერძნეთში

13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი 19 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.  უწყების ცნობით, მან გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ "FACEBOOK-ის" საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო და გაცნობიდან მალევე მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი.

დაკავებულმა დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, მოგვიანებით, გოგოს 17 წლის დასა და მამინაცვალს გაუგზავნა არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის ვიდეო, ასევე დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება.

"ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.

2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ ,,FACEBOOK“-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები", - წერია უწყების განცხადებაში.


ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა