ახალი ამბები • 1754042485
დაცვის თანამშრომელი, რომელმაც სააკაშვილის ადვოკატს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გაათავისუფლეს

რუსთავის 12-ე პენიტენციური დაწესებულების დაცვის თანამშრომელი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატს სიტყვიერი და ფიზიკური შესიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,ურაცხყოფა მიაყენა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად უწყება ავრცელებს.
„ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატიმროს ბადრაგმა ჯერ მიხეილ სააკაშვილს აგინა, შემდეგ კი სიტყვიერი და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მის ადვოკატს, შოთა თუთბერიძესაც მიაყენა.

1745312322