ახალი ამბები • 1714047147
დევნილთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა, რასაც მოხუცი კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები
1660820995
"TV პირველის" ინფორმაციით, გორის დევნილთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად მოხუცი კაცი გარდაიცვალა. მასთან მყოფი შვილიშვილის გადარჩენა კი მეზობლებმა შეძლეს. გარდაცვლილი ცხინვალის რეგიონიდან, სოფელ თამრაშენიდანაა.
"88 წლამდე კაცი გარდაიცვალა, შვილიშვილიც იყო და გადაარჩინეს, კაცის გამოყვანა კი ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვის შედეგად მოხდა ხანძარი" - ამბობს ადგილობრივი.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა