გაჩერებულ ავტობუსს ტაქსი დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

დამწვარი მანქანა

ფოტო: ინფო რუსთავი

რუსთავში, გაჩერებულ ავტობუსს ტაქსი დაეჯახა. შეჯახების შემდეგ "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

ავარიის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

წყარო: "ინფო რუსთავი

მეტის ნახვა