ახალი ამბები • 1752220871
გახარია - ხაზარაძეს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებები | შეფასებები
ახალი ამბები
1726854923
გახარია - ხაზარაძეს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებები პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა აჭარაში. კრახით დასრულებულ აუდიენციაზე კომენტარები გაკეთდა „ერთიანობა -ნაციონალურ მოძრაობაში“ . გია აბულაძის განცხადებით, პროდასავლური პარტიების გაერთიანება საზოგადოების დაკვეთაა და სამწუხაროა, რომ ძალებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მისივე თქმით, ახლა ამ ერთობის პოლიტიკურ ველზე გამოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ჩიხში შესულ მოლაპარაკებებზე კომენტარი გაკეთდა კოალიციაში „ცვლილებისთვის“. თემურ გორგაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რაზე თანხმდებოდნენ ან ვერ თანხმდებოდნენ პოლიტიკოსები. გორგაძის შეფასებითვე, პროევროპული პარტია „საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთად ყოფნა საარჩევნო ველზე დიდად ვერაფერს შეცვლის.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა