„ივნისში ასეთი რაოდენობით გრიპის შემთხვევები არასოდეს დაფიქსირებულა“- ივანე ჩხაიძე

გრიპი

„ივნისში ასეთი რაოდენობით გრიპის შემთხვევები არასოდეს დაფიქსირებულა“ - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მედიკოსის თქმით, გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი გახანგრძლივებულია და კლინიკებში მიმართვიანობა ჯერჯერობით ისევ მაღალია. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ თვალშისაცემია ყივანახველის მკვეთრი მატებაც.

მეტის ნახვა