კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს - რას ითხოვენ წულუკიანისგან

აქცია

კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. სამინისტროსთან შეკრებილები ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპრტესტებენ. მათი თქმით, სამსახურიდან დათხოვნილები კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. 

ამასთან, აქციის მონაწილეები თეა წულუკიანისგან მოითხოვენ კონკეტულ გეგმას, სადაც განმარტებული იქნება, როგორ განხორციელდება ხელოვნების მიზეუმის რეაბილიტაცია.

კულტურის სამინისტროსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანის გათავისუფლების მოთხოვნით, პეტიციაც კი შეიქმნა.

მეტის ნახვა