ახალი ამბები • 1735650420
ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე 25 სუბიექტი დაჯარიმდა
ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე მიმდინარე წელს 42 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 25 სუბიექტი დაჯარიმდა-ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგი ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.
"აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის ოდენობა გასული წლის ბოლოს გაიზარდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ფიზიკური პირი 150, იურიდიული კი 1500 ლარით დაჯარიმდება.
განმეორების შემთხვევაში 500 / 5000 ლარის ოდენობით, იმავე ქმედების მესამე და ყველა მომდევნო დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური 1000 ლარით, ხოლო იურიდიული 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
598 85 15 20 - ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე. აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე"-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
1728455482
1727447820