ახალი ამბები • 1745861590
"მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს... დაახლოებით 370 000 ადამიანი ვერ იხდის სესხს" | საზოგადოება და ბანკები

ამ წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს - იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ლომბარდი- ინფორმაციას ამის შესახებ ""საზოგადოება და ბანკები" ავრცელებს. ორგანიზაციამ"კრედიტინფო საქართველოს" მონაცემები მიმოიხილა:
ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.
დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც.
ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში.
ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.
თუ ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება.
"ეს მონაცემები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. როდესაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. შავ სიაშია", - წერია ინფორმაციაში.

1739131407