ახალი ამბები • 1745861590
მორიგი დანაკარგი ქვეყნისთვის
ახალი ამბები
1722449218
მორიგი დანაკარგი ქვეყნისთვის. დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი ქვეყანა 28 მილიონიან დახმარებას ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაავრცელა. თეონა აქუბარდია წერს, რომ ფაქტი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაუდასტურა. დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. აქუბარდიას თქმით, ის აპირებს, რომ სხვა დასავლელ პარტნიორებსაც მიმართოს რათა მიიღოს ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა მალავს. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აგენტების კანონის მიღების შემდეგ პარტნიორები აჩერებენ საქართველოსთვის გათვალისწინებულ პროექტებს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა