ახალი ამბები • 1726493747
მსახიობი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა
65 წლის ასაკში ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა - ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.
1726250636
1726250429
1726250348
1725957626
1725903423