ახალი ამბები • 1738944434
მზია ამაღლობელი 24-ე დღეა შიმშილობს

უკანონოდ დაპატიმრებული მზია ამაღლობელი არ აპირებს ბოდიში მოუხადოს მას, ვინც სახეში შეაფურთხა - ამის შესახებ მზია ამაღლობელის უფლებადამცველი, ნონა ქურდოვანიძე წერს:
"მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.
ის პასუხისმგებლობას აკისრებს ,,ქართულ ოცნებას", სოზარ სუბარს, და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფრულ განცხადებებს აკეთებს." წერს "საიას" თავმჯდომარე.
„ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, დაკავებისას და შემდგომ არაადამიანურად და დამამცირებელად მოეპყრო.
პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 24-ე დღეა შიმშილობს.

1738914298

1728455482

1727447820