ახალი ამბები • 1752220871
მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივამედში" რჩება | პენიტენციური
ახალი ამბები
1738739800

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კვლავ კლინიკა "ვივამედში" რჩება.
როგორც უწყება წერს, ამაღლობელი "ვივამედში" მისი თანხმობით გადაიყვანეს, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.
"ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე. განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი", - წერია განცხადებაში.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა