ახალი ამბები • 1747046220
მზია ამაღლობელის საქმეზე დღეს დგებუაძესა და ბესელიას დაკითხავენ

ფოტო: ბათუმელები
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვაა.
"ლოყა წითელი გაქვს" - ამ შეძახილით შეაცილეს პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, რომელიც დღეს დაიკითხება. დღესვე უნდა დაიკითხოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელიაც.
დღევანდელ სხდომას და ზოგადად მზია ამაღლობელის საქმის მიმდინარეობას, მონიტორინგს უწევს "კლუნების ფონდი".
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.ირაკლი დგებუაძე სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირია.
ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”. 18 მარტს ის ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

1739131407