ახალი ამბები • 1675409614
ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე
ახალი ამბები
1638458587

გუშინ, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
"უკანონო დაკავების ფაქტზე, გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. ფაქტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით.
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", - წერია ინფორმაციაში.

ბათუმში, დაუსრულებელ კორპუსში ხანძარია
1675185991

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
1675164609

შემზარავი შემთხვევა ბათუმში - ძაღლს ყელი...
1674479274

დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი...
1674194525
მეტის ნახვა