ახალი ამბები • 1733997205
ოქტომბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 % შეადგინა | საქსტატი
2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 % შეადგინა- ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერთან შედარებით ფასებმა მოიმატა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე და გარკვეული სახის სურსათზე.
2023 წლის სექტემბერთან შედარებით კი გაძვირდა ისეთი საქონელი და მომსახურება, როგორიცაა პირადი ნივთები, დაზღვევა, საფინანსო მომსახურება და პირადი ჰიგიენა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე, ისე საზოგადოებრივ კვებაზე. გაძვირდა განათლებაც, მათ შორის ყველაზე მეტად ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე.
რაც შეეხება სხვა პოპულარულ პროდუქტებს:
ხინკალი რესტორანში გაძვირდა 12%-ით, ლუდი და ასევე ლუდი ბარში 11-10%-ით. ჩამოსასხმელი ღვინო 10%-ით.
საბავშვო ბაღის გადასახდელმა 10%-ით, კინოსეანსზე დასწრების 9%-ით სპექტაკლზე დასწრების ფასმა კი 7%-ით მოიმატა.
1733990122
1728455482
1727447820