რუსეთის ინფორმაციული ომი და 2 თვე უკრაინაში ინტერვენციიდან - რას წერს "მითების დეტექტორი"?

რუსეთის ინფორმაციული ომი და 2 თვე უკრაინაში ინტერვენციიდან. მეგობარ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევის დაწყების შემდეგ, ქართულ, რუსულ, უკრაინულ და ბელარუსულ მედიაში, ომთან დაკავშირებული არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ამის შესახებ „მითების დეტექტორი“ წერს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2 თვიანი დაკვირვების შედეგად, ყალბი ცნობების ტიპოლოგია გამოვლინდა, რომელსაც როგორც რუსული, ასევე ქართული, ბელარუსული და უკრაინული წყაროები ავრცელებდნენ. საერთო მონაცემებში მოხვდა 2 დეზინფორმაცია, რომელიც ომის დროს გამოვლენილი მანიპულაციური შინაარსის იდენტური იყო და 24 თებერვლის სამხედრო ინტერვენციამდე გავრცელდა.

მესამე სექტორის ანგარიში სულ, ორი ნაწილისგან შედგება. იგი მოიცავს „მითების დეტექტორის" ფეისბუქთან ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილ მონაცემებს. კვლევის პროცესში ასევე გამოყენებულია ფეისბუქის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle-ი.

მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულია ღია წყაროების საგამოძიებო (OSINT) პროგრამა Maltego.

 

შენიშვნა: საკვლევი პერიოდი 24 თებერვლიდან 24 აპრილამდეა.

მეტის ნახვა