ახალი ამბები • 1737553574
სალომე ზურაბიშვილს, ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება
სალომე ზურაბიშვილს, ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა. პროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. ცნობისთვის, გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, თუმცა სარჩელის ავტორმა - “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების არქონის გამო იგი თანამდებობიდან ვერ გადააყენა
1728455482
1727447820