ახალი ამბები • 1752267330
სარფის მებაჟე ოფიცრებმა 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
ახალი ამბები
1730975517

,სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, ავტობუსის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავში ორ შეკვრად დაფასოებული 35 ათას 382 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა