სტიქიას ქობულეთში მსხვერპლი მოჰყვა - რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში?

სტიქია ქობულეთში

ფოტო: სალი უსტალიშვილი

მძიმე ღამე აჭარაში. დამანგრეველ ქარს მსხვერპლი მოჰყვა. ქობულეთში, სტიქიის შედეგად წაქცეული ხე მანქანას დაეცა და ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მოქალაქე, ადგილზე, გარდაცვლილი დახვდა. სტიქიამ მასშტაბურად გაანადგურა ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტში. დაზიანდა მრავალბინიანი კორპუსების სახურავები, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე წაიქცა ხეები, დაზიანდა სარეკლამო ბანერები.

მთელი ღამის განმავლობაში შეფერხებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა. ამ ეტაპზე, გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

ჩვენი რეპორტიორი იმყოფება ქობულეთში და დეტალურად, რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში, მთავარ გამოშვებაში (20:30 საათზე) გიამბობთ.

მეტის ნახვა