ახალი ამბები • 1745861590
ტრამპსა და პუტინს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრის შემდგომ, რუსეთმა უკრაინას 145 დრონით და რაკეტებით შეუტია

ტრამპსა და პუტინს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრის შემდგომ, რუსეთმა უკრაინას 145 დრონით და რაკეტებით შეუტია - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „უკრაინსკა პრავდას" ცნობით, 19 მარტის ღამეს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას თავს დაესხა ბალისტიკური რაკეტებითა და 145 „შაჰედის“ დრონით, მათგან 45 დრონის სამიზნე იყო კიევის რეგიონი. მედიის ცნობით, სუმსა და კრასნოპოლში დრონი საავადმყოფოს შენობას მოხვდა, საჭირო გახდა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია.
ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 18 მარტს შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომზე „დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“. პუტინი ასევე დათანხმდა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავის შეკავებაზე.

1739131407