აჭარის ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია დაიხურა

უმაღლესი

აჭარის ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით დაიხურა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. ტიტე აროშიძემ საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც ორ პროექტს მოიცავს: პირველი რეგლამენტის პროექტია, ხოლო  მეორე - საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესში ცვლილებებს ეხება. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. მათ მანდატების შეჩერების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართეს. 

მეტის ნახვა