ახალი ამბები • 1734610039
ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, არ მივატოვებთ და ასე იქნება 2025 წელსაც - რობერტა მეცოლა
ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში:
"თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ ძლიერ სიგნალს პარლამენტისგან. თქვენ იხილეთ რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც ეხება ჩვენს შეშფოთებას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოწოდებაა ქართველებისადმი, რომ არ გადაუხვიონ ევროპული გზიდან. მე უკვე წლებია, რაც ევროპულ საბჭოებზე დავდივარ ამ საბჭოებზე ერთი რამ დომინირებს: ჩვენ მივეცით პირობა იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპას უყურებენ, როგორც მათ სახლს, რომ კარს არ მივუხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც ისევ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით და ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი და ასე იქნება 2025 წელსაც." აღნიშნა რობერტა მეცოლამ.
ევროკავშირის 27 სახელმწიფო ევროპულ საბჭოზე ბრიუსელში დღეს უკრაინისა და სირიის საკითხების განსახილველად იკრიბება. დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს საკითხიც.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს სხდომამდე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებთან სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.
1728455482
1727447820