ახალი ამბები • 1734529965
პრეზიდენტის აქცენტები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან | პოლიტოლოგის შეფასება
პრეზიდენტი დღეს წარმოადგენდა ხალხს, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ყველა ის გზავნილი გააჟღერა, რომელიც პროევროპულ აქციებზე ისმის - ასე აფასებს პოლიტოლოგი ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში. კობა ჯუმუშაძე ამბობს, რომ მათგან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აქცენტები არჩევნებს ეხებოდა. სპეციალისტის თქმით, ახლა დასავლეთი სრულად არის საქმის კურსში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს სანქციები იმ პირების მიმირთ, ვინც პოლარიზაციას აღრმავებს და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს. ცნობისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტში საკმაოდ ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე მან ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე ისაუბრა. აქცენტი გააკეთა გაყალბებულ არჩევნებზე, კენჭისყრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, დემონსტრაციებზე, შეცვლილი საგარეო კურსსა და ძალადობაზე გადასულ რეჟიმზე. ზურაბიშვილმა მოუწოდა მოკავშირეებს რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად ივანიშვილის დასამარცხებლად, რომელიც საქართველოს კრემლის გავლენის ქვეშ აბრუნებს.
1728455482
1727447820