4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს განცხადებას უგზავნის და სპეციალური მისიის გამოგზავნას სთხოვს

პარტიები

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საქართველოში არჩევნების გაყალბების გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. კოალიციები საუბრობენ იმაზეც, რომ უნდა დაისაჯონ ყველა ის მოძალადეები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევდნენ და რომ ამ პროცესსაც ეუთო ოდირმა სათანადო შეფასება უნდა მისცეს. წერილი ეუთო ოდირის სათავო ოფისში დღის ბოლომდე გაიგზავნება.

„ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, ამისთვის მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციები უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში.

ჩვენ ერთობლივ წერილზე მუშაობა დავასრულეთ, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება, სადაც ვითხოვთ, რომ ამუშავდეს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებული იყო 1991 წელს, რაც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა კანონდარღვევებსა და მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე უნდა შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ახორციელებს.

წერილს თან ახალავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ „რეპორტი“, სადაც ახსნილია ის ძალადობდა და ტერორიზმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხს მოუწყო, თუ როგორ გამოუცხადა ომი ივანიშვილმა ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, როგორც სძულდა სტალინს.

ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილიყო, რომელიც სულ მალე ეუთო/ოდირის მეილებზე იქნება გაგზავნილი, ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს სანქციები უწესდება“, - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე. 

მეტის ნახვა