ახალი ამბები • 1732627456
აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრება ანტიკონსტიტუციურია | საია
პოლიტიკა
1732627596
აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის შეკრება კანონის დარღვევით მოხდა. შეფასებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკეთებს. საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის საკონსტიტუციო საჩივარი არჩევნებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, დაირღვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მეათე მუხლი. თამარ წულუკიძე ამბობს, რომ ვიდრე სარჩელი საკონსტიტუციოაშია, დეპუტატებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება ეცნოთ საკუთარი უფლებამოსილება. ინფორმაციისთვის, უმაღლეს საბჭოში 13 მანდატი ოცნებას აქვს, 4 - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 2 - გახარიას საქართველოსთვის, 1 - ძლიერ საქართველოს და ამდენივე - კოალიციას ცვლილებისთვის.
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა