ახალი ამბები • 1733750807
სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული ამნისტიის ფარგლებში 74 განაცხადი დარეგისტრირდა| მუნიციპალური ინსპექცია
სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული ამნისტიის ფარგლებში 74 განაცხადი დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
"ინსპექციამ ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება მათგან მხოლოდ 5 ობიექტზე გამოსცა; 13 განაცხადი ამ დრომდე განხილვის პროცესშია; 9-ზე გამოიცა უარის ბრძანება; 47 ობიექტის საქმე კი არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო განუხილველი დარჩა.
მიმდინარე წელს კი ექსპლუატაციის განყოფილებაში შენობა-ნაგებობის მიღების მოთხოვნით 47 განაცხადი შემოვიდა, მათ შორის: 10 ობიექტზე გამოიცა ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება; 3 განხილვის პროცესშია; 27 ობიექტზე გამოიცა უარის ბრძანება; 7 ობიექტის საქმე განუხილველი დარჩა.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში, სამსახურის შექმნიდან დღემდე, ექსპლუატაციის მიღების მოთხოვნით, სულ 415 განაცხადია რეგისტრირებული, მათ შორის კანონით განსაზღვრული ნორმები 99-მა ობიექტმა დააკმაყოფილა."- წერია ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
1728455482
1727447820