ახალი ამბები • 1752161969
ბათუმში დაგეგმილ "ოცნების" ღონისძიებაზე საჯარო მოხელეები ზეწოლით მიჰყავთ - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა"
პოლიტიკა
1728559286
“მასწავლებლებზე, მოსწავლეებზე, ლექტორებზე, სტუდენტებსა და საჯარო მოხელეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა დღეს, ბათუმში დაგეგმილ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ხალხის მობილიზება მოახდინონ”- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში” განაცხადეს.
ნიკა ქაშიბაძის განცხადებით, ხალხის მობილიზების პროცესში ჩართულები არიან მუნიციპალიტეტების მერები, მინისტრები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები.
ქაშიბაძის განცხადებითვე, 16:00 საათზე ყველა საჯარო უწყება დაიკეტება, “რათა საჯარო მოხელეები კოლბაში გამოკეტილი ივანიშვილის სანახავად წაიყვანონ”.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა