ბსუ-ს სტუდენტები ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ

ე.წ. რუსული კანონინი გააპროესტეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. ახალგაზრდების ნაწილი, დღეს საგანმანათლებლო დაწესებულების წინ შეიკრიბა სადაც ქართული ოცნების პოლიტიკა დაგმეს და ანტირუსული შინაარსის მესიჯები გაახმოვანეს. ისინი აცხადებენ, რომ ერთიანობით, რექტორსა და იმ ლექტორ-მასწავლებლებს უნდა აჩვენონ ძალა, რომლებიც  ისტორიის არასწორ მხარეს დგანან. ბსუ-ს სტუდენტები ამბობენ, რომ ირჩევენ ევროპულ მომავალს და მოუწოდებენ სხვებსაც, გამოვიდნენ და გააპროტესტონ „ქართული ოცნების გადაწყვეტილება. 

ამ შეძახილებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანმანათლებლო დაწესებულების წინ დაანონსებული აქცია დაიწყეს. „რუსეთი ოკუპანტია“, „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, „საქართველო ჩვენ ვართ“- ახალგაზრდებმა ამ შინაარსის პლაკატები გაშალეს. თქვეს, რომ ახლა ის დროა, როცა ქვეყნის ევროპული მომავალის დასაცავად ყველა უნდა გაერთიანდეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, დღეს, კიდევ ერთხელ განმარტეს, რა სიკეთე აქვს ევროკავშირის წევრობას და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს რუსული კანონის მიღებამ საგანმანათლებლო სფეროს. ამბობენ, რომ ევროპული განათლების უპირატესობა ოკუპანტი რუსეთისგან განსხვავებით, ხარისხია.

„ბათუმელი ახალგაზრდები ევროპული განათლებისთვის“ - რუსულ კანონთან საბრძოლველად ბათუმის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი მოძრაობის დაარსებით დაიწყეს.

საპროტესტო აქციაზე სტუდენტთა მცირე ნაწილი იმყოფებოდა. მათი გულისტკივილი კი ის იყო, რომ საკითხი არ ადარდებს დაწესებულების რექტორს, რომელიც დღეს მათ გვერდით არ იდგა. კანოპროექტის მიღება უმნიშვნელო აღმოჩნდა სტუდენტთა თვითმმართველობისთვისაც.

მოგვიანებით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, უნივერსიტეტის წინ, მსვლელობით გადაინაცვლეს და ევროპის მოედანზე მიმდინარე პროცესებს შეუერთდნენ. განაცხადეს, რომ თუ კი საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს არ გაიწვევს, აქციები პერმანენტულად დაიგეგმება.

მეტის ნახვა