ახალი ამბები • 1752220871
დღეს ბათუმში, აგენტების საწინააღმდეგო აქციები და აქტივობები გაიმართება
პოლიტიკა
1716878271

28 მაისს ბათუმში, აგენტების კანონის საწინააღმდეგო რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი:
12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის სესიის საჯარო ჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე;
17:00 საათზე მოსწავლეების აქცია გაიმართება 6 მაისის პარკის კოლონადებთან;
18:00 სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების შეკრება უნივერსიტეტის კიბეებთან;
19:00 აქცია ევროპის მოედანზე.
"რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო ერთობის დროა!საქართველო ჩვენი დასაცავია ყველა ანტისახელმწიფოებრივი კანონისგან და ნაბიჯისგან!ახლა სიჩუმის დრო არ არის! დუმილი დანაშაულია! #არარუსულკანონს #არარუსულრეჟიმს #კიევროპას #ევროპისკენ"- წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა