"ემეგობრე პოლიციას" - შსს-მ შემეცნებით-გასართობი კამპანია დაიწყო

„ემეგობრე პოლიციას“ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემეცნებით-გასართობი კამპანია დაიწყო. ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ტექნიკა იყო გამოფენილი. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას გაცნობოდნენ. მონაწილეობა მიიღეს გასართობ აქტივობებშიც.

ღონისძიებების ფარგლებში, შსს-ს წარმომადგენლები სკოლებს ეწვევიან. მიზანი, ბავშვებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრა კიდევ 5 ქალაქში - ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, თელავსა და რუსთავში გაიმართება.

მეტის ნახვა