ახალი ამბები • 1733997205
"ენმ" და „ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიებს ხსნიან
პოლიტიკა
1731413172
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია „ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიებს ხსნის. ოპოზიციური პარტიები ცესკოს განცხადებით მიმართავენ და უარს ამბობენ, იმ პარლამენტში შესვლაზე, რომელიც არალეგიტიმურია. ამის შესახებ ლიდერებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
ნიკა მელიას განცხადებით, ჯერჯერობით არჩევნები რჩება მოპარულად, თუმცა, გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების მიტაცება შეძლოს.
თინა ბოკუჩავას თქმით, კი უარს ამბობენ მანდატები მიიღონ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას.
ცნობისთვის, კოალიციას „ცვლილებისთვის“ პარლამენტში 82 კაციანი სია აქვს წარდგენილი და 19 მანდატი ეკუთვნის, ხოლო ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას 97 კაციანი სია აქვს და 16 მანდატი ეკუთვნის.
დუტა სხირტლაძემ იმედი დატოვა
1733990122
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა